ფინალური გამოცდა – თვისებრივი კვლევის მეთოდები

რიდერები:

სიღრმისეული ინტერვიუს განმარტება და მახასიათებლები

ფოკუს ჯგუფის განმარტება და მახასიათებლები

ნიმუშები:

ღია კითხვები

ღია შეკითხვა 19. ახსენით რა განსხვავებაა რაციონალური არჩევანის ზოგად თეორიასა და აგრეგაციულ ახსნას შორის? 

ღია შეკითხვა 20. განმარტეთ, როდის გამოიყენება მიზეზ-შედეგობრივი ახსნის თეორია.

ღია შეკითხვა 21. რა განსხვავებაა ფუნქციონალურ და სტრუქტურალურ ახსნებს შორის?

ღია შეკითხვა 22. რით განსხვავდება ქმედების კვლევა სხვა სოციალური კვლევებისგან?

ღია შეკითხვა 23. რას გულისხმობს კურტ ლევინისეული ტრადიციული მიდგომა ქმედების კვლევებში?

ღია შეკითხვა 24. რას გულისხმობს ქმედების კვლევის პრინციპი – რეფლექსიური კრიტიკა?

ღია შეკითხვა 31. რა განსხვავებაა კონტექსტს, პრეტექტსა და მეტატექსტს შორის?

ღია შეკითხვა 32. რას გულისხმობს დისკურსის კრიტიკული ანალიზი?

ღია შეკითხვა 33. რა გზით ვლინდება იდეოლოგიები პოლიტიკური დისკურსის სხვადასხვა ჟანრში?

დახურული კითხვები:

30. ახსნის რომელ მოდელთან არის დაკავშირებული ყველაზე მეტად ქვემოთ ნახსენები მოვლენა?

,,ტრადიციულ გლეხთა საზოგადოებაში მცხოვრები ინდივიდების ქცევის პატერნები შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს იმ ადამიანების ქცევის პატერნებისგან, რომლებიც თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში ცხოვრობენ, ამასთან, ეს განსხვავებები შეიძლება მომდინარეობდეს არა განსხვავებებიდან ამ ადამიანთა ფსიქოლოგიასა და ქმედებას შორის, არამედ არსებითი განსხვავებებიდან ამ ჯგუფების არჩევანის გარემოებებს შორის“

ა. მიზეზ-შედეგობრივი

ბ. რაციონალური

გ. ფუნქციური

დ. სტრუქტურული

31. სოციალური ახსნის რომელი მოდელი ემყარება აზრს, რომ ადამიანის ყველა ქმედება სუბიქტური სოციალური მსოფლმხედველობით არის გაშუალებული?

ა. რაციონალური

ბ. ინტერპრეტაციული

გ. მატერიალისტური

დ. სტრუქტურული

32. სოციალური ახსნის რომელი მოდელი ემყარება აზრს, რომ ყველა სოციალური პრაქტიკა შესაძლოა სარგებლიანობის გამო იყოს შენარჩუნებული სოციალურ სისტემაში?

ა. რაციონალური

ბ. ფუნქციური

გ. მიზეზ-შედეგობრივი

დ. სტრუქტურული

33. როდესაც ახსნის დროს ვითვალისწინებთ ერთ ან მეტ სტატისტიკურ კანონს, ასევე, ერთ ან მეტ დებულებას გარემოებების შესახებ და აქედან გამომდინარე გამოგვყავს დებულება ასახსნელი ფაქტის შესახებ. ახსნის ამ მოდელს ეწოდება:  

ა. ინდუქციური ახსნა  

ბ. სტატისტიკური ახსნა  

გ. არაპარამეტრული ახსნა  

დ. დედუქციური ახსნა  

თემები:

სოციალური კვლევის ბუნება: ოპერაციონალიზაცია და კონცეპტუალიზაცია.

პრობლემის აღწერის როლი კვლევის დიზაინში.

რეალობის აღქმა სოციალურ კვლევებში: პოზიტივიზმი და ინტერპრეტაციონიზმი.

თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა: ძირითადი განსხვავებები

სიღრმისეული ინტერვიუს როლი თვისებრივ კვლევებში

ფოკუს ჯგუფის მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ეთნოგრაფიული კვლევა თვისებრივ მეთოდოლოგიაში

ფუნქციონალური ახსნა სოციალურ მეცნიერებებში

რაციონალური არჩევანის თეორია: აგრეგაციული ახსნა

კონტენტ-ანალიზის მეთოდი თვისებრივ კვლევებში

დისკურსის ანალიზის მეთოდოლოგია