ფინალური გამოცდა – კვლევის დიზაინი

ფინალური გამოცდა – კვლევის დიზაინი

ძირითადი რიდერები:

  1. გაზომვა

2. შერჩევა

3. ფუნქციონალიზმი და სტრუქტურალიზმი

4. სოციალური კვლევის პოზიტივისტური და ინტერპრეტაციული საფუძვლები

5. ინტერვიუ

6. სიღრმისეული ინტერვიუს და ფოკუს ჯგუფის განმარტებები


თემები კვლევის დიზაინისთვის:

  1. 2020 წლის საარჩევნო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი ქართულ მედიაში 
  2. სამოქალაქო მოძრაობები საქართველოში და აქტივიზმის წარმატების შესაძლებლობები 
  3. საქართველოს საპრეზიდენტო ინსტიტუტის ტრანსფორმაცია საქართველოში (2004- 2020 წლებში) 
  4. არასამთავრობო სექტორის როლი პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირების პროცესზე საქართველოში 
  5. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება საქართველოში და მოქალაქეთა თანამონაწილეობის პრაქტიკების კვლევა 
  6. COVID19-ის შედეგები ბიზნეს სექტორისთვის
  7. COVID19-ის შედეგები ჯანდაცვის სექტორისთვის
  8. ემიგრაცია პოსტ-საბჭოთა საქართველოდან და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხში 
  9. სოციალური ქსელების გავლენა მოხმარებელთა ქცევის ჩამოყალიბებაზე
  10. უცხოეთში მიღებული განათლების გავლენა საქართველოში დასაქმების მაჩვენებელზე
  11. სტუდენტებში სწავლისა და სამსახურის შეთავსების სოციალური შედეგები 
  12. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სოციალური შედეგები ქართველ ახალგზრდებში 
  13. რუსული პროპაგანდის მოქმედება თანამედროვე საქართველოში 
  14. საქართვლოში მოქმედი ულტრამემარჯვენე ჯგუფების შედარებითი ანალიზი 
  15. მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც რუსეთის ინსტრუმენტი საერთაშორისო ასპარეზზე გავლენის მოსაპოვებლად? 
  16. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი საქართველოში 
  17. საბჭოთა კოლექტიური მეხსიერების გავლენა პრორუსულ დამოკიდებულებებზე თანამედროვე საქართველოში 
  18. სოციალური დახმარების სისტემა საქართველოში.
  19. შრომითი კმაყოფილება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში 
  20. მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევები საქართველოში


კითხვების ნიმუშები:

ღია კითხვები:

ერთგანზომილებიანი სტატისტიკიდან, რომელი ოპერაციები არ მოგვცემს ინფორმაციას გაფანტული მონაცემის შესახებ? პასუხი დაასაბუთეთ

მოდა, მედინა, საშუალო არითმეტიკული
რა განსხვავებაა რანჟირებულ და ვარიაციულ მწკრივებს შორის?  პასუხი დაასაბუთეთ

რანჟირებულ მწკრივში მონაცემები დალაგებულია სიდიდეების მიხედვით, ვარიაციულში უბრალოდ ყველა მონაცემია ნაჩვენები.
ახსენით, რა შეცდომა შეიძლება დაუშვას მკვლევარმა გაფანტულ მონაცემებზე მუშაობისას, თუ ის მხოლოდ მონაცემთა მოდას დაეყრდნობა? მოიყვანეთ მაგალითი.

მოდა არ უჩვენებს მონაცემების მაქსიმალურ და მინიმალურ დახრებს, შესაბამისად, არ ექნება ინფორმაცია განაწილების მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების შესახებ
ახსენით, რა შეცდომა შეიძლება დაუშვას მკვლევარმა გაფანტულ მონაცემებზე მუშაობისას, თუ ის მხოლოდ მონაცემთა მედიანას დაეყრდნობა? მოიყვანეთ მაგალითი

მედიანა არ უჩვენებს მონაცემების მაქსიმალურ და მინიმალურ დახრებს, შესაბამისად, არ ექნება ინფორმაცია განაწილების მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების შესახებ
ახსენით, რა შეცდომა შეიძლება დაუშვას მკვლევარმა გაფანტულ მონაცემბზე მუშაობისას, თუ ის მხოლოდ მონაცემთა საშუალო არითმეტიკულს დაეყრდნობა? მოიყვანეთ მაგალითი

საშუალო არითმეტიკული არ უჩვენებს მონაცემების მაქსიმალურ და მინიმალურ დახრებს, შესაბამისად, არ ექნება ინფორმაცია განაწილების მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების შესახებ
განმარტეთ, მოდა ცვლადის მნიშვნელობაა თუ სიხშირე?

მოდა ცვლადის ის მნიშვნელობაა, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება ვარიაციულ მწკრივში
განმარტეთ, რა განსხვავებაა საშუალო არითმეტიკულსა და საშუალო სტანდარტულ გადახრას შორის?

საშუალო არითმეტიკული მონაცემების უბრალო ჯამის შეფარდებაა მათ საერთო რაოდეობასთან, საშუალო სტანდარტული გადახრა კი უფრო ზუსტად აჩვენებს მონაცემების გადახრილობის სიხშირეს ამავე მონაცემების საშუალოდან.
განმარტეთ, რატომ ეწოდება მოდას, მედიანას და საშუალოს მონაცემთა ერთგანზომილებიანი სტატისტიკა? 

იმიტომ, რომ მოდა, მედიანა და საშუალო მონაცემების მხოლოდ ერთი განზომილების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას (დესკრიპციას)
კვლევაში მონაწილე 10 რესპონდენტიდან მათი ასაკები შემდეგნაირად გადანაწილდა: 18, 20, 21, 22, 23, 24, 25, 25, 25, 26. ვარიაციული მწკრივის მიხედვით, გამოთვალეთ მოდა და მედიანა.

მონაცემების მოდაა: 25; მედიანა – 23.5
რა განსხვავება ნომინალურ და რიგის სკალებს შორის? 
რა ეწოდება პროცესს, როდესაც ცვლადისთვის მნიშვნელობის მინიჭება ვერ ხერხდება?
განმარტეთ, როგორ ხედავს ქმედების კვლევა რეალობას? პასუხი დაასაბუთეთ
ახსენით, რამდენად შესაძლებელია პრაქტიკის კვლევის დახმარებით ადამიანის ქცევის პროგნოზირება? პასუხი დაასაბუთეთ
ახსენით, რამდენად შესაძლებელია პრაქტიკის კვლევის დახმარებით პროფესიული განვითარების მიღწევა? პასუხი დაასაბუთეთ
რით განსხვავდება პრაქტიკის კვლევის დიზაინი თვისებრივი კვლევის დიზაინისგან? პასუხი დაასაბუთეთ

დახურული კითხვები ნიმუშები