,,სოციალური კვლევა” #1, ფემინიზმი და გენდერი დემოკრატია – სტატიების მიღება

სოციალური კვლევის პლატფორმა აცხადებს სტატიების მიღებას აკადემიური კრებულისთვის ,,სოციალური კვლევა”. ჟურნალის პირველი ნომერი ეძღვნება ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის თემატიკას.

,,სოციალური კვლევა” აკადემიური ჟურნალი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას და საშუალება მისცეს მათ, საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოებას.

აბსტრაქტების შერჩევის შემდეგ, გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია გაივლის ტექნიკურ შემოწმებას, ხოლო შემდეგ განიხილება სარედაქციო კოლეგიის მიერ. ამგვარი სისტემა საშუალებას მისცემს სტუდენტებს დააგროვონ სამეცნიერო ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნების გამოცდილება.

ჟურნალის ბაზაზე იგეგმება საჯარო პრეზენტაციები და სემინარები, რომელთა მიზანია სტუდენტთა სამეცნიერო – კვლევითი და აკადემიური კომუნიკაციის უნარების განვითარება.

შერჩეული სტატიების ავტორებს ჩაუტარდებათ დამატებითი კვლევითი სემინარები ქვიარ/ფემინისტური მეთოდოლოგიის მიმართულებით, რაც მათ საშუალებას მისცემს მეთოდოლოგიური საკითხების დახვეწასა და სტატიის სრულყოფილი ფორმით წარმოდგენისთვის.

ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

ჟურნალის პირველი ნომერი ეთმობა ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის მიმართულებას. სტატიები შესაძლოა შეეხოს გენდერული თანასწორობის, მათ შორის პოლიტიკურ და საჯარო დისკურსში სოციო-ეკონომიკური განვითარების გენდერული ასპექტების საკითხებს, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, საჯარო დღის წესრიგში არსებული პრობლემების ანალიზს ქვიარ/ფემინისტური პერსპექტივიდან, ულტრამემარჯვენე ჯგუფების და ნარატივების გავრცელებას და სხვ.

მიღების წესები:

ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან ორი, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მიერ შესრულებულ სტატიას. ჟურნალში წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს კვლევის შედეგი. შერჩეული ავტორებისთვის განსაზღვრულია მცირე ჰონორარები.

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად დისკვალიფიცირდება და ავტორის მიერ მოწოდებული სხვა ტექსტები შემდგომში აღარ მიიღება. რედაქცია გამოსაქვეყნებლად მიიღებს მინიმუმ 2000 და მაქსიმუმ 5000 სიტყვამდე (დანართისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით) მოცულობის ტექსტს.

პირველ ეტაპზე, ავტორებს მოვუწოდებთ გადმოაგზავნონ აბსტრაქტები, სადაც ნაჩვენები იქნება სტატიაში განსახილველი თემის მიზანი და ამოცანები და კვლევის მეთოდოლოგია. აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 1,5 გვერდს. აბსტრაქტები მიიღება მხოლოდ ქართულ ენაზე. აბსტრაქტი უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: platformage@gmail.com;

ვადები:

აბსტრაქტების მიღება: 14 აგვისტო – 14 სექტემბერი, 2022

შერჩეული ავტორების ინფორმირება: 18-20 სექტემბერი, 2022

შერჩეულ ავტორებთან ინდივიდუალური კონსულტაცია და ჯგუფური სემინარის ჩატარება (ფემინისტური კვლევის მეთოდოლოგიის მიმართულებით): 22 სექტემბერი – 28 სექტემბერი, 2022.

სტატიებზე მუშაობა: 1 ოქტომბერი – 15 ნოემბერი, 2022

სტატიის პირველადი ვერსიის გადმოგზავნა და რეცენზირება: 15-20 ნოემბერი, 2022

სტატიის საბოლოო ვერსიის გადმოგზავნა: 28 ნოემბერი, 2022

კრებულის გამოცემა და საჯარო პრეზენტაცია: 15-20 დეკემბერი, 2022.

სტატიის გაფორმების წესები

Leave a Comment