დისკურსის ანალიზისადმი კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მიდგომაა დისკურსის კრიტიკული ანალიზი, რომლის საკვანძო ცნებაა ძალაუფლება, როგორც კონტროლის მექანიზმი. (წულაძე, 2020). დისკურსის კრიტიკული ანალიზი როგორც ზეპირ, ასევე წერილობით დისკურსს სოციალური პრაქტიკის ფორმად მიიჩნევს, რომელიც არამარტო ასახავს, არამედ ქმნის და ორგანიზებას უწევს სოციალურ ურთიერთობებს ასევე განმარტავს დისკურსული პრაქტიკისა და პოლიტიკური, სოციალური და ინსტიტუციონალური რეალობის ურთიერთქმედებას; გარდა ამისა, კვლევის ინტერესი მოიცავს ასევე ორ ასპექტს: ზეგავლენას დისკურსზე და იმ ძალასა და გავლენას, რომელსაც დისკურსი ფლობს.

წარმოგიდგენთ კრიტიკული დისკურსის ანალიზის (CDA) მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან ლიტერატურას ინგლისურ ენაზე.

წიგნის გადმოსაწერად ან სანახავად, დააჭირეთ თითოეული სახელმძღვანელოს ყდას.

Leave A Comment