დანიელი მკვლევრის მარტინ დემანტ ფრედერიკსენის ნაშრომში „ახალგაზრდა კაცები, დრო და მოწყენილობა საქართველოში” შესწავლილია ახალგაზრდების მარგინალიზაცია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების პირობებში, როცა ყოველდღიურობა მოწყენილობისა და დროითობის ზემოქმედებით ფორმირდება. სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით შესრულებული ნაშრომი ემყარება ბათუმში განხორციელებულ კვლევას. ნაშრომი განკუთვნილია უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტების, მკვლევარების, აკადემიური პირებისა და ახალგაზრდობისა და მარგინალიზაციის საკითხებით დაინტერესებული ფართო წრისათვის.
ქართულ ენაზე თარგმანი: მიხეილ ნიშნიანიძე
გამოცემის რედაქტორი: ნინო ინაიშვილი, ისტორიის დოქტორი
რედაქტორი: რუსლან ბარამიძე, ისტორიის დოქტორი
ქართულენოვანი გამოცემის საავტორო უფლება: © ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წიგნი გამოიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების სოციალურ მეცნიერებათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.