აიიპ „სოციალური კვლევის ცენტრი” წარმოადგენს კვლევით ორგანიზაციას, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეცნიერებების და სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდოლოგიის და მეთოდების შესახებ ახალი ცოდნის შექმნა, გაზიარება და მკვლევართა გაძლიერება ინტერდისციპლინური ქსელის შექმნის გზით.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს მთარგმნელების შესარჩევად

2023 წელს, სოციალური კვლევის ცენტრი, ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით, გამოსცემს სახელმძღვანელოს ,,ფემინისტური მეთოდები სოციალურ კვლევაში”.

 

სამუშაოს აღწერა:

  • მოამზადოს შესაბამისი მოცულობის აკადემიური ტექსტების თარგმანი (მაქს. 100 გვერდი, თითოეულმა მთარგმნელმა) ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე, 1 თებერვლიდან – 25 მარტამდე პერიოდში.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სოციალურ მეცნიერებებში, აკადემიური ტექსტების თარგმნის (ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე) დადასტურებული გამოცდილება;
  • სასურველია, გენდერის და სექსუალობის საკითხებზე, ასევე, სოციალური კვლევის მეთოდოლოგიის მიმართულებით აკადემიური ტექსტების თარგმნის გამოცდილება;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა : 2023 წლის 19 იანვარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, დადგენილ ვადაში, ელექტრონულ ფოსტაზე: socialresearchge@gmail.com წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • რეზიუმე (CV);
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში მომზადებული ან/და გამოქვეყნებული ნაშრომი (თარგმანი, სოციალური მეცნიერებების სფეროდან).

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ: socialresearchge@gmail.com

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი აპლიკაცია, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა(ა)იპ სოციალური კვლევის ცენტრის მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

Related Posts

Leave A Comment