მეთოდოლოგიური სტატიები

გამოცემები:

განხორციელებული კურსი:

2022 წლის აპრილი-ივნისში, სოციალური კვლევის ასოციაციამ განხორციელდა კურსი ,,სოციალური ახსნის ფილოსოფია”. კურსი ღია იყო დოქტორანტების საფეხურის სტუდენტებისთვის.

კურსის ავტორი: თამარ ცხადაძე, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კურსი შეეხებოდა სოციალურ მეცნიერებებთან დაკავშირებული ონტოლოგიურ, ეპისტემოლოგიურ და მეთოდოლოგიურ საკითხებს, მეცნიერული ახსნის ალტერნატული მოდელებს და მათ გამოყენებას სოციალურ მეცნიერებებში.

საჯარო ბიბლიოთეკა

ქართულენოვანი გამოცემები:
წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
წყარო: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
წყარო: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS)
წყარო: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
ინგლისურენოვანი გამოცემები:
დისკუსია: სოციალურ მეცნიერებათა კვლევები საქართველოში
დისკუსიის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, აკადემიურ სივრცეში კვლევითი პროცესის პრობლემების გამოკვეთა და მასზე რეფლექსია, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური კვლევების უფრო ფართოდ დანახვა და მისი მნიშვნელობისა და სამომავლო პერსპექტივების გამოკვეთა.  დისკუსიის მონაწილეები:
  • დავით სიჭინავა | კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, CRRC საქართველო;
  • ქეთი სართანია | მკვლევარი, სოციოლოგი; 
  • თამარ ცხადაძე | ფილოსოფოსი;
  • იაგო კაჭკაჭიშვილი | პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  • მოდერატორი: ნინო ლეჟავა | გამომცემლობა ,,მელანი”.

დანიელი მკვლევრის მარტინ დემანტ ფრედერიკსენის ნაშრომში „ახალგაზრდა კაცები, დრო და მოწყენილობა საქართველოში” შესწავლილია ახალგაზრდების მარგინალიზაცია სოცია­ლური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების პირობებში, როცა ყოველდღიურობა მოწყენილობისა და დროითობის ზემოქმედებით ფორმირდება. სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით შესრულებული ნაშრომი ემყარება ბათუმში განხორციელებულ კვლევას. ნაშრომი განკუთვნილია უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტების, მკვლევარების, აკადემიური პირებისა და ახალგაზრდობისა და მარგინალიზაციის საკითხებით დაინტერესებული ფართო წრისათვის.