სოციალური კვლევის ცენტრი ახლადშექმნილი გაერთიანებაა, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეცნიერებების და სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდოლოგიის და მეთოდების შესახებ ახალი ცოდნის შექმნა, გაზიარება და მკვლევართა გაძლიერება ინტერდისციპლინური ქსელის შექმნის გზით.

სოციალური კვლევის ცენტრი მუშაობს, როგორც კვლევის მეთოდოლოგიის/მეთოდების შესახებ ახალი ცოდნის შექმნის მიმართულებით, ასევე, აკადემიური და გამოყენებითი კვლევების განხორციელების მიმართულებით.

მიმდინარე პროექტები:

პროექტის დასახელება: ინტერსექციური ფემინისტური პერსპექტივის მხარდაჭერა მკვლევართა ინტერდისციპლინური ქსელის შექმნისა და ფემინისტური კვლევების განვითარების გზით;

ქალთა ფონდი საქართველოში

განხორციელების ვადები: 11.2022 – 11.2023

პროექტის ანგარიში (გადმოწერა)

*შენიშვნა: ანგარიშების შესახებ ინფორმაცია განთავსდება პროექტის დასრულების შემდეგ

პროექტის დასახელება: ქვიარ მეთოდები სოციალურ კვლევაში – მეთოდოლოგიური გზამკვლევის მომზადება

თანასწორობის მოძრაობა

განხორციელების ვადები: 11.2022 – 01.2023

პროექტის ანგარიში (გადმოწერა)

*შენიშვნა: ანგარიშების შესახებ ინფორმაცია განთავსდება პროექტის დასრულების შემდეგ